დროშა
დროშა

აბაშის მუნიციპალიტეტის დროშა დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის #91 განკარგულებით.
 
დროშა ვერტიკალურადაა დაყოფილი სამ ნაწილად
I ნაწილი უჭირავს დროშის სიგანეს 3/5 და წარმოადგენს თეთრ ველს, რომლის ცენტრში გამოსახულია წითელი ქართული ჯვარი;
II ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველს (უჭირავს დროშის სიგანის 1/5);
III ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს (უჭირავს დროშის სიგანის 1/5).
 
ლურჯი ფერი _ სიმბოლოა სიდარბაისლის, სიდინჯის, კეთილშობილებისა და სიკეთისა.
მწვანე ფერი _ არის მოზეიმე ფერი, კეთილი მომავლის და სიცოცხლის გაგრძელებისა.
თეთრ ფონზე წითელი ჯვარი _ სიმბოლოა წმინდა გიორგისა. აბაშის რაიონი ძველთაგან სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
აბაშის დროშაზე და გერბზე ასახულია ჩვენი რაიონის წარსული, აწმყო და მომავლის კეთილი ხედვა.
 
 
იდეის ავტორი დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები