ახალი ამბები
განცხადება
 განცხადება

                                                                                                                                                                                                  

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2017 წლის 21 აპრილის  #204 დადგენილების შესაბამისად    აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ  ადმინისტრირებული  ვებგვერდის (www.hr.gov.ge)   მეშვეობით აცხადებს  კონკურს   2018 წლის 5 ივნისს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის 19 ვაკანტურ თანამდებობაზე,  (11 დახურული კონკურსი ხოლო 8 ღია კონკურსი)  17 ვაკანსიაზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა  14 ივნისი  ხოლო, 2 ვაკანსიაზე „აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ვეტერენთა საქმეების განყოფილების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის“ (დახურული) და „ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების - მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის“ (ღია)  ვაკანსიებზე განცხადების მიღების ბოლო ვადაა  15 ივნისი 24:00 სთ-მდე.

 კონკურსში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ფლობს ქართულ ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის დაწესებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდის (hr.gov.ge)   მეშვეობით;
  2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
  3. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე  (hr.gov.ge)- ,,ჩემი რეზიუმე“-ს ,,დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:    

ა) უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაწესებული საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) დახურული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით და გულისხმობს შესაფერისი კანდიდატის შერჩევას მოქმედი მოხელეებიდან, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული მოხელეებიდან და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან; ამასთანავე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს დახურულ კონკურსში, თუ იგი არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში;

 -  შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღება გამოსაცდელი     ვადით, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს.

 -   აუცილებელია კანდიდატმა წარმოადგინოს  ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ კანდიდატი არის მოქმედი პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსის მქონე პირი, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც არანაკლებ 1 წელი მუშაობს საჯარო სამსახურის სისტემაში.

  1. საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა) საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მე-2 ეტაპზე არ დაიშვება.
  2. კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეებმა უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის   მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
  3. კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი მოიცავს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ კანდიდატთა განცხადებების  ( აპლიკაციების) გადარჩევას; პირველი ეტაპის შედეგების

 

შესახებ ეცნობებათ კანდიდატებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის www.hr.gov.ge -ს მეშვეობით.

    ბ)  მე-2 ეტაპი  ტარდება   ზეპირი დავალება - გასაუბრების ფორმით. შერჩეულ კანდიდატთან (კანდიდატებთან)  გასაუბრებას ატარებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისია.

   გ)   კონკურსის მეორე ეტაპის   ზეპირი დავალება - გასაუბრების ჩატარების თარიღი გამოქვეყნდება აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის  ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.abasha.ge - ,,ვაკანსიის“ - ის ველში) გასაუბრების ჩატარებამდე 7 კალენდარული დღით ადრე.

  დ)  გასაუბრება ჩატარდება  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მისამართზე: ტროფი  დარასელიას ქ  #1 (მესამე სართული).

  1. 11. I ეტაპის შედეგები გამოქვეყნდება განცხადების მიღების დასრულებიდან შვიდი დღის ვადაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.abasha.ge - ,,ვაკანსიის“ - ის ველში);  შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  მამუკა თელია- 599 85 58 03;    
06-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები