ახალი ამბები
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, შშმ პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნა.
ხელოვნურსაფარიან მინი მოედანზე, სპორტის პარაოლიმპიური სახეობა ბოჩას თამაში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ შშმ პირები, მოყვარულთა გუნდები სკოლებიდან და ორგანიზაციებიდან. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურად გადაეცა თასი. 
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში, შშმ ბავშვების აქტიური ჩართულობითა და ბავშვთა საშემსრულებლო კოლექტივების, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ანანურის“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, უმღერეს დედას, სამშობლოს. 
შეკრებილთ მიესალმნენ: საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მერაბ მიგინეიშვილი, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განყოფილების უფროსი მანანა ჯღარკავა. შშმ პირებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები, გაიჭრა ტორტი. 
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, მხარდამჭერები: კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი და აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. 
14 ივნისი საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, თანასწორობისა და ღირსების პატივსაცემად, მეშვიდედ აღინიშნება.

18-06-2018
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები