ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

  აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო.

 აბაშის მუნიციპალიტეტისთვის  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.

   დღეს,  პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად,  ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის ექვსივე სოფელში, მოსახლეობასთან  გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს ესწრებოდნენ: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერის მოადგილე, ვახტანგ გაბელაია,  ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, დიმიტრი ცანავა, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი, შალვა  დარცმელიძე.  

მოსახლეობამ სხვადასხვა  ინფრასტრუქტურულ საკითხზე  გაამახვილა ყურადღება,  გამოიკვეთა კონკრეტული წინადადები.

ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით  შეირჩა დასაფინანსებელი პროექტები:

ნორიოში,   საბოკუჩაოში, აბაშისპირში,  საგვაზაოსა და  ძიგურის ცენტრში ჯვართან  მოეწყობა გარე განათების სისტემა, ასევე, აბაშისპირში, ძიგურსა და საგვაზაოში  ყანის შესასვლელში მილხიდი გაკეთდება.

 მაცხოვრისკარში მოეწყობა ბაგა-ბაღის შიდა ეზო  სათამაშო მოედნის ჩათვლით; რეაბილიტირდება  მაცხოვრისკარის ცენტრში არსებული სკვერი.

   აბაშის მუნიციპალიტეტის 16 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილებით  შეირჩევა.

29-01-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები