ახალი ამბები
მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება
მოსახლეობასთან   საერთო კრებები/კონსულტაციები  გრძელდება

დღეს, აბაშის მუნიციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში,  კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, მოსახლეობასთან გამართულ  საერთო კრებებს/კონსულტაციებს, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელობასთან ერთად  ესწრებოდა  სამეგრელო-ზემო სვანეთის  ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე,  ლაშა გვასალია.

   მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, თუ რაში დაიხარჯება პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა:

 კეთილარში კუპრეიშვილების, თელიების,  ჩაგანავების უბანში ქარსაფარ ზოლთან, საძოვარსა და საყანე ფართობებში შემავალი გზა მოიხრეშება. ასევე, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მილხიდები;

სოფელ გულეიკარში ჯანაშიებისა და ნარმულეს უბანში მოეწყობა გარე განათება, ამოიწმინდება სანიაღვრე არხი, რეაბილიტირდება კონკრეტულ სახლთან მდებარე მილ-ხიდი;

 გაღმა კოდორში მოიხრეშება შიდასამიმოსვლო (3000 მ)  და  ანჯელის მიმართულებით მიმავალი (1500 მ) გზები, მოეწყობა გარე განათება.

აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მოსახლეობასთან კონსულტაციები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.

31-01-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები