ახალი ამბები
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ქოლობანში შეხვედრა გაიმართა
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ქოლობანში შეხვედრა გაიმართა

 

   აბაშის  მუნიციპალიტეტის  მერთან,  ლევან  მაკალათიასთან   ერთად,   „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში,  ქოლობნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ,   ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კობა ქანთარია, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.  

   ხელისუფლებამ  მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მათ  „სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის“  მნიშვნელობის  შესახებ ესაუბრა.

ადგილობრივებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში  განსახორციელებელი პროექტები შეარჩიეს: 

ქოლობნის ცენტრსა და ბულვანში მოეწყობა სკვერი, ასევე ბულვანსა და გუგუნაყათში  მაღაზიასთან დამონტაჟდება გარე განათება. გუგუნაყათში შემოიღობება სასაფლაო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის"  ფარგლებში, აბაშის მუნიციპალიტეტისთვის,  მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად  500  000 ლარია გამოყოფილი.

 

01-02-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები