ახალი ამბები
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, ზანათში დატბორვის საწინააღმდეგო რეაბილიტირებული დამბა და გადასასვლელები დაათვალიერა. ასევე გაეცნო ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მდ. აბაშის ნაპირის გამაგრებით სამუშაოებს. ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 520 434 ლარით დაფინანსდა. გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს.

12-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები