ახალი ამბები
ზანათში ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
ზანათში ხიდის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ტოტზე ხიდის აღდგენის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, 52 065 ათასი ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სს „არქეოპოლისმა“ შეასრულა. განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

15-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები