ახალი ამბები
მერი უცხოელ ინვესტორებს შეხვდა
მერი უცხოელ ინვესტორებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია უცხოელ ინვესტორებს შეხვდა, რომლებიც აბაშის მუნიციპალიტეტში ეთერზეთების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით არიან დაინტერესებულნი. ადგილზე შესაბამისი ინვესტიციის განხორციელების მიზნით, ლევან მაკალათიამ სტუმრებს მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო, დაათვალიერებინა როგორც სახელმწიფო საკუთრებაში, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია აშენდეს ქარხანა. მერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში, მზად არის სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს ინვესტორებს და დაეხმაროს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში და უზრუნველყოს გზის მოწესრიგება, გაზის, ელენერგიის მიწოდება და სხვა.

19-03-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები