ახალი ამბები
პროექტი „დანერგე მომავალი“
პროექტი  „დანერგე მომავალი“

აბაშის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს" რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის, აბაშის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, აღნიშნული ცენტრის უფროსმა, დურმიშხან კილაძემ და ცენტრის უფროსმა  სპეციალისტმა, მარიამ ჩიქოვანმა, სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტის, “დანერგე მომავალი“  შესახებ ისაუბრეს, რომელშიც 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორცილდა.

მნიშვნელოვანია, რომ „დანერგე მომავალი“ მოიცავს კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტს, რომლის ფარგლებშიც, სამი სასოფლო-სამეურნეო კულტურის, ლურჯი მოცვის, უეკლო მაყვლისა და ჟოლოს გაშენება სახელმწიფოს მხრიდან თითქმის 100%-ის ფარგლებში ფინანსდება.   

  პროექტის „დანერგე მომავალი“,  მიზანია, საქართველოში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწების  ეფექტური გამოყენება მრავალწლიანი კულტურების  გაშენების გზით; ადგილობრივი ხარისხიანი სანედლეულო ბაზის შექმნა გადამამუშავებელი წარმოებისთვის; სოფლად მაცხოვრებელთათვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

05-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები