ახალი ამბები
მცენარეების დარგვის აქცია
მცენარეების  დარგვის აქცია

    აბაშის  მუნიციპალიტეტის  მერმა,  ლევან მაკალათიამ,  მერის  პირველ  მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან   ერთად,  ქალაქის ცენტრში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მცენარეების  დარგვის  აქციაში მიიღო მონაწილეობა.   

  აბაშის მუნიციპალიტეტს,  26 ძირი  მცენარის (სოკოსთავა ნაძვი, ცხრათავა ბზა, ტუია-პირამიდა, ტუია სფერო, ათლასი, ფერადი ჭანჭყაპი, ლიმონის ნაძვი, დიდი ჟასმინი)   ნერგი, ასოციაცია  „ათინათის“   პროექტის,  „ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში“ ფარგლებში გადაეცა. პროექტი დაფინანსებულია, აშშ საელჩოს დემოკრატიის განვითარების პროგრამის მიერ.

 ხეების დარგვის აქციის მიზანს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანა და აქციაში მოქალაქეების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.

 

 

 

07-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები