ახალი ამბები
„სიკეთე-გზა სრულყოფილებისაკენ“
„სიკეთე-გზა სრულყოფილებისაკენ“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის სამსახურების  უფროსებთან ერთად, საქველმოქმედო სპექტაკლს  დაესწრო, რომელიც  კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა.

   აბაშის პირველი საჯარო სკოლის მეათე-ა კლასის თეატრალურმა დასმა, „ნატვრის ხე“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“  წარმოადგინა (რეჟისორი, ვეფხია გორგოძე), საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის  სლოგანი  გახლდათ   „სიკეთე-გზა სრულყოფილებისაკენ“, თეატრალური დასის მეგობრის, შშმ პირის, ნიკა სიხარულიძის  დასახმარებლად ჩატარდა.  სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, მაყურებელი ოვაციებით შეეგება პატარა მსახიობების, მასწავლებლისა და რეჟისორის  სცენაზე გამოჩენას.

  საღამოს ესწრებოდნენ: შშმ პირთა ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებელი“  თავმჯდომარე, ირაკლი ჭანტურია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები.  

    თეატრალური დასი პირველ საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მანანა ცომაიას ინიციატივით, სამი წელია ჩამოყალიბდა, ამ ხნის  განმავლობაში, მათ  არაერთ საბავშვო თეატრალურ ფესტივალში,  მიიღეს მონაწილეობა და წარმატებები, მაყურებლის სიყვარულიც მოიპოვეს.

12-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები