ახალი ამბები
ტრენინგი მერიაში
ტრენინგი მერიაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის  საკონფერენციო დარბაზში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  ტრენინგი, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო სექტორისათვის.  

   საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პროექტის ,,ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“   ფარგლებში   გამართულ შეხვედრას  ექსპერტი,  სანდრო სორდია უძღვებოდა. ტრენინგი  ევროკავშირის  მხარდაჭერით  ხორციელდება და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების, ე.წ. CLLD მიდგომების დანერგვას.

   შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა,  ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია და საკონსტიტუციო გარანტიები, თვითმმართველობის უფლებამოსილებანი, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, სამოქალაქო ბიუჯეტირების სამართლებრივი საფუძვლები.

  პროექტი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის ლიდერთათვის, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორცილედება.

28-06-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები