ახალი ამბები
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერეს
ინფრასტრუქტურული  პროექტების მიმდინარეობა დაათვალიერეს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო  რწმუნებულის მოადგილესთან, მალხაზ თორიასთან, რეგიონული განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის  სამინისტროს რეგიონული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსთან,  ირაკლი თოფურიასთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ  ინფრასტრუქტურულ  სამუშაოებს გაეცნო.  მათ დაათვალიერეს აბაშაში, თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე ტროტუარების სამშენებლო სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების  ფასადების შეკეთების სამუშაოები,  ზანათის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის რემონტი, სოფელ მარანში, რკინიგზის გასწვრივ, საჯარო სკოლის გავლით შიდასამიმოსვლო საავტომობილო გზაზე დაგებული  ზედა საფარი. ასევე „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" თანამედროვე ტიპის  ოფისის დასრულებული სამუშაოები.  განიხილეს პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი.

 

08-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები