ახალი ამბები
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა
სოციალური დახმარების გაცემის კომისიის  სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური დახმარების გაცემის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. მერის პირველმა მოადგილემ, კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პერტენავამ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა თელიამ, კომისიის წევრებთან ერთად განიხილეს მოქალაქეთა 17 განცხადება. მიზნობრივ ჯგუფებს განესაზღვრათ შესაბამისი ფულადი დახმარება: 1. ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამით 2 პირზე 300  ლარი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამით 3   ოჯახზე 1000  ლარი.    ჯამი: 1.300 ლარი.

მოსახლეობის სამედიცინო  მომსახურების პროგრამით  დაფინანსდა  12 ბენეფიციარი.

  ჯამში 4.347.75  ლარი.     

 

 

 

31-07-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები