ახალი ამბები
მუნიციპალური ტურნირი ნარდში
   მუნიციპალური ტურნირი ნარდში

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია,   გულშემატკივრობდა   მუნიციპალური პირველობის მონაწილეებს  ნარდში.

    აბაშის მკვიდრის, ნარდის მოყვარულის, მზევარ ნოდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი თამაში, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გაიმართა.

   ტურნირში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.  მუნიციპალურ პირველობას  მოყვარული მონარდეები,  ადმინისტრაციული ერთეულებიდანაც შეუერთდნენ.

  პირველ ადგილზე გავიდა ზვიად სოლომონია (ტყვირი), მეორე ადგილი დაიკავა გიორგი გვაზავამ (ნორიო), ხოლო მესამე ადგილის მფლობელი გახდა ალეკო ჭანტურია (ნორიო).   გამარჯვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

  ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.

06-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები