ახალი ამბები
ელექტრომომარაგების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ელექტრომომარაგების ქსელის   რეაბილიტაცია მიმდინარეობს

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, ენერგო-პრო-ჯორჯიას აბაშის მომსახურების ცენტრის მთავარ ინჟინერთან, ნუკრი კუპრეიშვილთან ერთად, 35/10 კვ ქვესადგურ „აბაშაში“, 4000 კვა სიმძლავრის, ახალი ძალოვანი ტრანსფორმატორის სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შედეგადაც, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და სტაბილური გახდება ქ. აბაშის ელექტრომომარაგება. ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა ქვესადგურ „აბაშის“ ფიდერ „ქალაქი 1“-ზე, ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ლევან მაკალათია, ტროფი დარასელიას ქუჩაზე გაეცნო. აბაშის მომსახურების ცენტრის ტექნიკური სამსახურის მიერ, პერიოდულად იცვლება ყველა ამორტიზებული საყრდენი, ახალი რკინა ბეტონის საყრდენებით. ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და აბაშის მუნიციპალიტეტს სრულად მოიცავს.

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                        

15-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები