ახალი ამბები
აბაშაში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
	       აბაშაში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას  პატივი მიაგეს

 

   დღეს, საქართველოს ეროვნული გმირის, 2008  წლის  რუსეთ-საქართველოს ომის დროს სასტიკად მოკლული,  გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, მას  35 წელი შეუსრულდებოდა.  

   აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, ახალგაზრდებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის  ხსოვნას   პატივი მიაგო და  ყვავილებით შეამკო ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი.  დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ, ეროვნული გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.  კიდევ ერთხელ  გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის  თავდადება სამშობლოსადმი   და რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცები. შესრულდა საგალობლები.

   მემორიალთან იმყოფებოდნენ, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, პედაგოგები.

     მეოთხე ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.   სერჟანტი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, მედლით - „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

 

 

18-08-2019
აბაშის გერბი

აბაშის დროშა

ვიდეოკლიპი

აგვედევნეთ
 
 

 

ბანერები