gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
სიმბოლიკა: გერბი

  

 
   აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი დამტკიცებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №91 განკარგულებით
 
  გერბის ფარი იყოფა სამ ნაწილად:
  I ნაწილი _ ვერცხლის ველზე გამოსახულია წითელი ქართული ჯვარი (განასახიერებს წმინდა გიორგის), რომლის ქვემოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გართხმულია ლურჯი ფერის ხმალი;
  II ნაწილი _ ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი;
  III ნაწილი _ მწვანე ველზე ხუთი ოქროს სიმინდის ტარო, მწვანე ველის ზემოთ და ქვემოთ კვეთს სამი შემცირებული ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.
   გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი, ქონგურებიანი გალავანი (ციხესიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
  ფერს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლის ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი `აბაშა~
 
 
   აბაშის გერბი წარმოადგენს ფრანგულ ფარზე გამოსახულ 3 განყოფილებიან სიმბოლოს.
   ფარის ზედა ნაწილი: თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვარი, ჯვარს ქვემოთ მოთავსებულია ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მურვან ყრუს ხმალი. თეთრ ფონზე წითელი ჯვარი განასახიერებს წმ. გიორგის სიმბოლოს. ჯვარს ქვემოთ მოთავსებული დამპყრობლის ხმალი კი არის სიმბოლო წმ. გიორგის მიერ მურვან ყრუს ლაშქრის ძლევისა, რომელიც აბაშის რაიონში სოფ. გულეკარში (კეთილარის თემი) მომხდარა მე-8 საუკუნეში.
   ფარის ქვედა ნაწილი განიყოფება 2 სექტორად.
   პირველ სექტორში, რომელიც ლუჯ ფერადაა წარმოდგენილი, ჩახატულია მუხის ტოტებზე დაკიდებული ოქროს საწმისი, რაც სიმბოლოა ძველი  კოლხეთის დიდებისა, აბაშის რაიონი კი კოლხეთის სამეფოს ცენტრალური ნაწილი იყო და მისი ერთ-ერთი მემკვიდრეთაგანია.
   მეორე სექტორში, რომელიც მწვანე ფერითაა წარმოდგენილი, ჩახატულია ორი კლაკნილი ხაზი, რომელთა შორის სიმინდის ტაროებია განთავსებული.
   ორი კლაკნილი ხაზი განასახიერებს ორ მდინარეს: მდ. ცეხენისწყალს და მდ. აბაშას.
   „ქართლის ცხოვრების" მიხედვით მურვან ყრუს ლაშქარს (მე-8 ს) აბაშის და ცხენისწყლის პირას დაუცია ბანაკი. ღამით მოდიდებულ მდინარეებს კი წაულეკავთ ისინი. ერთს ამათგანს, უმცირეს მდინარეს დაუხრჩვია აბაშთა ტომის (ეთიოპიელთა ანუ აბისინიელთა) ჯარი, ამიტომაც შერქმევია იმ მდინარეს „აბაშა”. მეორე მდინარეს კი ცხენ-აქლემთა ჯოგი დაუხრჩვია, ამიტომაც შერქმევია «ცხენისწყალი».
   ქალაქისა და რაიონის სახელწოდება „აბაშა" მე-8 საუკუნის ამ მოვლენას და მდინარე „აბაშას“ უკავშირდება, ამიტომაც აისახა ეს ისტორიული ეპიზოდი რაიონის გერბზე, ხოლო სიმინდის ტაროები იმას განასახიერებს, რომ აბაშის რაიონი ოდითგან აგრარული მიმართულების და მარცვლეულის მწარმოებელი მხარე იყო და არის დღესაც.
 
იდეის ავტორი დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა

ასევე იხილე კატეგორიაში - სიმბოლიკა: