gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
კულტურა და სპორტი: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები

 ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია

  

რიონის პირეთში, სოფელ ტყვირის მახლობლად მდებარეობს ლამაზი, ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი- მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ტაძარი აშენებულ იქნა მე-7- მე-8  საუკუნეებში. მტრების შემოსევების შედეგად საძირკვლამდე დანგრეული ტაძარი აღადგინეს ჭილაძეებმა მე-15- მე-16 საუკუნეებში.


სეფიეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

  

სეფიეთის  ბაზილიკის ტიპის მე-5  საუკუნის მთავარანგელოზის სამნავიანი ტაძარი ერთ-ერთი უძველესთაგანია სამეგრელოში. მას წაგრძელებული ფორმა აქვს და შედგება 2 დამოუკიდებელი, ერთმანეთთან მიშენებული  ნაგებობისაგან. ტაძარი აშენებულია ქვითა და აგურით. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია წმინდანთა უნიკალური ფრესკები. საკურთხევლის აღმოსავლეთ მხარეზე, ნიშაზე გამოსახულია წმინდა ნინოს ფრესკა.


სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

 

 


სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი  აგებულ იქნამე-18 საუკუნეში თეთრი ტუფის ქვით.


კადარის ეკლესია

          

აშენებულია  მე-14 საუკუნეში ძველი ქართული აგურით (შემორჩენილია ნანგრევების სახით).


გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

  

გულეიკარი აბაშიდან 32 კილომეტრით დაშორებული, რიონს გაღმა მდებარე სოფელია, სადაც მე-17 - მე-18 საუკუნეებში ბერძნების მიერ მორუხოთლილი ქვით აგებულ იქნა წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკის ტიპის ეკლესია.


ასევე იხილე კატეგორიაში - კულტურა და სპორტი: