gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
მერიის სამსახურები: მერი

 

ლევან მაკალათია

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

მობილური : 595037515

მისაღები: 0(412) 291808

ფაქსი: 0(412) 291835

ელ. ფოსტა: lmakalatia1@gmail.com

მიღების დღეები:
სამშაბათი 11-00 სთ-დან 15-00 სთ-მდე

       მოგესალმებით ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრებს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია შემართებით და ოპტიმისტური განწყობით ხვდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს. გპირდებით, რომ კვლავაც ფართო მასშტაბებით გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება-კეთილმოწყობის სამუშაოები, შემოვლენ ახალი ინვესტორები, მნიშვნელოვნად განვითარდება სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგები, შეიქმნება გადამამუშავებელი საწარმოები, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას.

გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!

 

ბიოგრაფია:

ლევან მაკალათია დაიბადა 1984 წლის 11 ივნისს,

2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. პროფესიით ტურიზმის კომერსანტ-ეკონომისტია;

2002-2004 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად;

2004-2005 წლებში იყო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია „UBC International“-ის აუდიტორი;

2006-2008 წლებში იყო შპს "Audit Company"-ის ეკონომისტი;

2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტში ეკავა კურორტების განვითარების სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2013-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში რეგიონული განვითარებისა და მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2015-2017 წლის  წლებში შპს „პროგრესული მშენებლების“ დამფუძნებელი და დირექტორი;

2017 წლის 21 ოქტომბერს არჩეულ იქნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერად;

2008 წელს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდას, 24 წლის ასაკში მიანიჭეს „აბაშის საპატიო მოქალაქის“ წოდება;

ჰყავს მეუღლე მარიკა ხორავა და ორი  შვილი: ნიკოლოზ და ანდრია მაკალათიები.


ასევე იხილე კატეგორიაში - მერიის სამსახურები: