gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
ადმინისტრაციული ერთეულები: სუჯუნა

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სუჯუნის ადმინისტრაციულ ერთეულში

სახელი: 

გვარი: 

მობილური: 


 
 
სუჯუნის თემი  მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 15 მეტრზე. ქალაქ აბაშიდან დაშორებულია6 კილომეტრით სუჯუნის თემი შედგება შემდეგი სოფლებისაგან: სუჯუნა, ეწერი, წალიკარი.  თემის მოსახლეობა შეადგენს 1868 ადამიანს.

სუჯუნა ადგილობრივთა ხალხური ეტიმოლოგიით დამდგარ წყალს ნიშნავს: სუ–წყალი, ჯუნა–დამდგარი. არსებობს მეორე ვერსიაც: ეს სიტყვა ლაზურ-თურქული ტოპონიმია:,,სუჯი” ,,მსუჯი”, რაცლაზურად ნიშნავს მცენარეს, სუროს, რომელიც ხეებს ეხვევა ხოლმე,,სუჯ-ონა” კი სუროიან ადგილს  ნიშნავს, ნესტის გამო. ეს მცენარე დღესაც ხარობს ამ სოფელში. სუჯუნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა –წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია(XVIII საუკუნე) – აღმართულია სოფლის ცენტრში. ტაძარი  თეთრი თლილი ქვითაა ნაშენი და წარმოადგენს  სამნავიან გუმბათოვან ტაძარს, რომელიც სავარაუდოდ  1845 წელს დადიანების მმართველობის ეპოქაშია აშენებული. 1913 წელს სუჯუნის ტაძარი მოინახულა დიდმა ქართველმა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა. მანვე აღწერა ტაძარი და მისი სიწმინდეები.   სუჯუნა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატით დიდად განთქმული ყოფილა.. ხატობა იმართებოდა23 აპრილს. იმ დღეს აქ უამრავი ხალხი მოდიოდა სალოცავად. ასევე მოჰყავდათ უამრავი პირუტყვი შესაწირავად. ეს ხატი ითვლებოდა სულით ავადმყოფებისა და სნეულთა მკურნალად. სუჯუნაში ინახებოდა წმინდა გიორგის წმიდა ნაწილები, კერძოდ ხელის თითი და ყურის ნაწილი. წმინდა გიორგი ითვლებოდა შემსმენელ ხატად  გასაბჭოების შემდეგ ტაძარი გაიძარცვა. ძვირფასი ხატები მუზეუმს გადასცეს, მაგრამმეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ტაძარი მაინც მოქმედებდა. ტაძრის ბოლო მღვდელი ყოფილა მამა პეტრე (კუცია), რომელმაც, წინააღმდეგობის მიუხედავად ანაფორა არ გაიხადა და სიკვდილამდე ემსახურებოდა უფალს. 1980 წელს სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით ტაძარი კვლავ ამოქმედდა. 1989 წელს ტაძარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. ამჟამად ტაძრის მოძღვარი მამა მიქაელი (ჯიბლაძე)გახლავთ. ჭყონდიდელი მიტროპოლიტისმეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით2007 წელსტაძართანგაიხსნა დედათა მონასტერი, რომლის კეთილმოწესეა დედა ბარბარე. სუჯუნის ეკლესია დღეს წარმოადგენს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის  აბაშის რეზიდენციას. სუჯუნის ცენტრში მდებარეობს ებრაელთა სინაგოგა(XIX საუკუნე)და 1915  წელს აგებული სასახლე, რომელიც ეკუთვნოდა ცნობილ კომერსანტს და მეცენატს აკაკი ხოშტარიას.

 


ასევე იხილე კატეგორიაში - ადმინისტრაციული ერთეულები: