gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
ადმინისტრაციული ერთეულები: ნაესაკოვო

მერის წარმომადგენელი  ნაესაკოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში

სახელი: 

გვარი: 

მობილური: 


 

ნაესაკოვოს თემი აერთიანებს სოფ. ნაესაკოვოსა და სოფ. კოდორს. სოფ. კოდორი მდებარობს მდ. რიონის ორივე (მარჯვენა და მარცხენა) სანაპიროზე. თავდაპირველად მდ. რიონი სოფლის სამხრეთით გაედინებოდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში მდ. რიონისათვის კალაპოტი ხელოვნურად შეუცვლიათ, ამით სოფ. კოდორი ორად გაიყო. მისი დიდი ნაწილი, რომელიც რიონის ჩრდილოეთის სანაპიროზე მდებარეობს იწოდება პირველ კოდორად და ერთიანდება ნაესაკოვოს თემში, მეორე, სამხრეთი ნაწილი კი კეთილარის თემში. ნაესაკოვოს თემის მოსახლეობა შეადგენს 954 ადამიანს. სოფელ ნაესაკოვოში დაიბადა ცნობილი პოეტი სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი (1902-1966 წ.წ.). ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების (1922) შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში სწავლობდა. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა. 1934-იდან იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მუდმივი წევრი, 1944-1951 წლებში - თავმჯდომარე. 1954-1960 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს".2012 წელი მწერლის საიუბილეო წელია და საზეიმოდ აღინიშნება.


ასევე იხილე კატეგორიაში - ადმინისტრაციული ერთეულები: