gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
2018-02-07 - „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო
   აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში „ცისფერყანწელთა“ შემოქმედების მოყვარულები შეიკრიბნენ, ქართველ სიმბოლისტ პოეტთა შემოქმედებისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ საღამოზე მონაწილეობდნენ ნორჩი დეკლამატორები, მომღერლები. 
   სიტყვით გამოვიდნენ: მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე ხარძიანი, კულტურის ცენტრის დირექტორი პაატა ქურდოვანიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი მილდა ჩაგანავა.
   ღონისძიების ორგანიზატორი იყო მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება. საღამოს უძღვებოდა განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მაკა ჩაგანავა.
ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები.