gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 
2018-01-24 - აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება
 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2017 წლის 21 აპრილის  # 204 დადგენილების შესაბამისად    აბაშის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ  ადმინისტრირებული  ვებგვერდის  ( www.hr.gov.ge)   მეშვეობით აცხადებს  კონკურს   2018 წლის 24 იანვარს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის 16  ვაკანტურ თანამდებობაზე: მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულებში განცხადების მიღების ბოლო ვადაა  02 თებერვალი 24:00 სთ-მდე.
 კონკურში მონაწილეობის უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოქალაქეებთან ურთიერთობის,  სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ან/და  ჯანდაცვის სფეროში.    ფლობს ქართულ ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობისთვის დაწესებულ საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
1.      კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განცხადება უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ  ვებგვერდის ( www.hr.gov.ge)   მეშვეობით;
2.      კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით;
3.      საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ  ვებგვერდზე  ( www.hr.gov.ge)- ,,ჩემი რეზიუმე“-ს ,,დამატებითი დოკუმენტაციის“ ბლოკში კანდიდატმა უნდა ატვირთოს:    
ა) უმაღლესი განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
4.      ,,ენის“ ველში უნდა  მიუთითოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის სავალდებულო ენის ცოდნა;
5.      საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო  ენაზე. (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა) საბუთების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატი კონკურსის მე-2 ეტაპზე არ დაიშვება.
6.       კონკურსის გასაუბრების ეტაპზე მონაწილეებმა უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
7.      კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი მოიცავს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ კანდიდატთა განცხადებების  ( აპლიკაციების) გადარჩევას;
    ბ)  მე-2 ეტაპი  ტარდება ზეპირი დავალება -  გასაუბრების ფორმით. შერჩეულ კანდიდატთან (კანდიდატებთან)  გასაუბრებას ატარებს  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისია.
   გ)  კონკურსის მეორე ეტაპის  -  ზეპირი დავალება - გასაუბრების ჩატარების თარიღი გამოქვეყნდება აბაშის  მუნიციპალიტეტის მერიის  ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.abasha.ge - ,,ვაკანსიის“ - ის ველში);
  დ)  გასაუბრება ჩატარდება  აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მისამართზე: ტროფი  დარასელიას ქ  #1 (მესამე სართული).
11. I ეტაპის შედეგები გამოქვეყნდება განცხადების მიღების  დასრულებიდან შვიდი დღის ვადაში აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდებზე (www.abasha.ge -  ,,ვაკანსიის“ - ის ველში);  შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  მამუკა თელია-   599 85 58 03;     მაია ბესელია - 599855808.