gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
2018-02-08 - პროექტი „ღია მმართველობა“
   აბაშის   მუნიციპალიტეტის  მერი,  ლევან  მაკალათია, აბაშის   პირველი საჯარო,  ეწერის, სუჯუნის, კეთილარის, კვათანისა და ნაესაკოვოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 
   შეხვედრა   მერიის  კულტურის,   განათლების,  სპორტის,  ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდობის   საქმეთა  სამსახურის  პროექტის   „ღია მმართველობა“  ფარგლებში,   მერიის საკონფერენციო  დარბაზში  ჩატარდა.
     “თვითმმართველობის საქმიანობაში  ახალგაზრდების ჩართულობა იყო ჩემი წინასაარჩევნო  პროგრამის  ერთ-ერთი  ძირითადი  საკითხი, რადგან, დარწმუნებული ვარ, თქვენი  თითოეული  ინიციატივა  მუნიციპალიტეტისთვის  ძალიან  მნიშვნელოვანია.   მინდა,  მოგცეთ შანსი,  თავად  გადაწყვიტოთ  თუ  როგორი  გინდათ  იყოს  აბაშა,  თქვენი  ქუჩა,  სოფელი.  ჩვენ  ერთად  ვაშენოთ, ერთად  დავგეგმოთ  აბაშის მომავალი,“_მიმართა  მერმა მოსწავლეებს.
   ლევან  მაკალათიამ   შეხვედრის  მონაწილეებს  მათთვის  საინტერესო  შეკითხვების  დასმა  სთხოვა. ახალგაზრდებმა მერს თავიანთი ხედვა გააცნეს და ინფრასტრუქტურული, საგზაო წესებისა და  ნიშნების  მოწესრიგების, განათების, სპორტული მოედნებისა  და  სხვა აქტუალური საკითხების შესახებ  ესაუბრნენ.   მერმა მოსწავლეების   შეკითხვებს   უპასუხა  და  აღნიშნული  საკითხები   დეტალურად   განიხილა.
  მოსწავლეების ერთი ნაწილის სურვილით  ლევან მაკალათია მათ კაბინეტში შეხვდა და ესაუბრა.
   პროექტის  ფარგლებში,  მერის  შეხვედრა,  მუნიციპალიტეტის   სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან,  ერთი  თვის განმავლობაში  გაგრძელდება.
   პროექტის მიზანია, შეიქმნას ეფექტური წინაპირობა  ახალგაზრდებისთვის, მმართველობის პროცესში  მონაწილეობისა და ინფორმირებული  გადაწყვეტილებების  მისაღებად,  თავად  შეაფასონ   პრობლემური სიტუაცია  და  აირჩიონ  მოგვარების  გზა.